The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ალიაშვილი

თეიმურაზ ალიაშვილი
დაბადების თარიღი:1958  (67 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1980 წელს; ასპირანტურა - 1984 წელს. 
1980-1988წწ. – ჰიდრომეტეროლოგიის სამმართველოს გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი; 1986–2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი, მათემატიკოსი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი; 1997-1999წწ. – წნორის I საშუალო სკოლის დირექტორი; 2001-2006წწ. – ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, თანამშრომელი საზოგოგადოებრივ საწყისებზე (უხელფასო); 2005-2006წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მესხეთის ფილიალი), ასოცირებული პროფესორი; 2006 -2015წწ. – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2016 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფეროები: დიფერენციალური ტოპოლოგია, შემთხვევით პოლინომთა თეორია, ასახვათა კომპლესური წერტილები, ტოპლოლოგიური ინვარიანტები და სხვ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.10; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

ბიბლიოგრაფია

  • მათემატიკა : ჰუმანიტ. სპეც. სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, 2000. - 154გვ.

გააზიარე: