The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან ბიბილაშვილი

ამირან ბიბილაშვილი
Date of birth:21 May, 1947  (77 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1970 წელს.

მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონში"; 1983 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2012 წლიდან - სსიპ მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 120–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 14 პატენტი (4 აშშ), მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაში, ოთხი წიგნის ავტორია. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს: ნახევარგამტარული ხელსაწყოებისა და ინტეგრალური მიკროსქემების შექმნის დაბალტემპერატურულ – ფოტო და კატალიზურად სტიმულირებულ ტექნოლოგიას, რადიაციის გავლენას მიკროელექტრონული ხელსაწყოების პარამეტრებზე, ნანოსტრუქტურების მიღებას, კვლევას და მათ გამოყენებას ნანოხელსაწყოებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებთა დოქტორი (2001) პროფესორი (2003).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.14; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი: micronano.ge

Bibliography


Share: