The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა გიგოლაშვილი

მარინა გიგოლაშვილი
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:27 ოქტომბერი, 2015  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ასტრონომი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასტრონომიის სპეციალობით 1965 წელს.

1965 წლიდან მუშაობა დაიწყო ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ლაბორანტად; 1966-1967წწ. - ყირიმის (უკრაინა) ასტროფიზიკური ობსერვატორიის სტაჟიორ-მკვლევარი; 1968-1972წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი; 1972-2007წწ. – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2006წწ. – ე. ხარაძის სახელობის საქართველოს ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის მზის, პლანეტების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს განყოფილების გამგე; 2004-2006წწ. – შემახის (აზერბაიჯანი) ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2007 წლიდან - ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი; 2008-2010 წწ. – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2011 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი. იყო საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის მუშა ჯგუფების და ასტრონომიული გაერთიანებების წევრი: 2005 წლიდან – საერთაშორისო ჰელიოფიზიკური წლის საქართველოს ნაციონალური წარმომადგენელი; საერთაშორისო ჰელიოფიზიკური წლის ბალკანეთის, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნების რეგიონიალურ გაერთიანებაში საქართველოს ნაციონალური წარმომადგენელი; საერთაშორისო ჟურანალის "SUN and GEOSPHERE" რედაქციის წევრი; 2003 წლიდან – საერთაშორისო ჯგუფის BIOCOS წევრი; 2003-2006წწ. – ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი დაცვის საბჭოს წევრი; 2004 წლიდან – აკადემიკოს ე. ხარაძის სახ. საქართველოს ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი დაცვის საბჭოს წევრი; 2000 წლიდან – მზის გაერთიანებული დაკვირვებების (JOSO) საქართველოს ნაციონალური წარმომადგენელი; 1996-2006წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მზე-დედამიწის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.18; აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: observatory.iliauni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპული ასტრონომიული საზოგადოება, წევრი (1993-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: