The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ელიაშვილი

მერაბ ელიაშვილი
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი - 1968 წელს.

1971-2005წწ. -  ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2005 წლიდან ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი; 2009 წლიდან - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, სრული პროფესორი; 2013 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. მისი კვლევის თემაა: კვანტური ველების თეორია, ელემენტარული ნაწილაკების თეორია, თანამედროვე მათემატიკური ფიზიკა, დაბალ-განზომილებიანი ფიზიკური სისტემები და კვანტური ველები, ახალი დაბალგანზომილებიანი მასალების მათემატიკური ამოცანები. 1998-2005წწ. - UNESCO-ს ევროპული ბიუროს ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სკოლის (ISPM-UNESCO-ROSTE) აღმასრულებელი დირექტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.24; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • UNESCO-ს ევროპული საწავლო-საგანამანათლებლო ქსელი განახლებადი ენერგიების წყაროებში, დამფუძნებელი წევრი
  • ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი (დუბნა), საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრი
  • მეცნიერთა მსოფლიო ფედრაცია (WFS, CERN, Genava), ეროვნული წარმომადგენელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: