Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშა ეფრემიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1987 წელს. 1987-1988წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1992წწ. - ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2000წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2002წწ. - პრაღის მათემატიკის ინსტიტუტი, მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი; 2003 წლიდან - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 2014 წლიდან - ხანგძლივი სამეცნიერო მივლინება ნიუ-ორკის უნივერსიტეტის აბუ დაბის კორპუსში; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. კვლევის სფეროები: ჰარმონიული და კომპლექსური ანალიზი, ერგოდულობის თეორია. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სტუდენტთა საუკეთესო სამეცნიერო ნამუშევრისათვის ოქროს მედალი (1986), რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა საუკეთესო ნამუშევრისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედალი (1987). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.25; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |