The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ ლორთქიფანიძე

ტარიელ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1938
გარდაცვ. თარიღი:29 იანვარი, 2001  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი 1961 წელს.

1964 წლამდე ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, სპეციალობის მიხედვით მუშაობდა; 1964-1974წწ. მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში ინჟინრად, განყოფილების უფროსად და ინსტიტუტის პარტორგანიზაციის მდივნად; 1974 წლის 3 სექტემბრიდან 1975 წლის 29 აპრილამდე იყო საქართველოს კომპარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მდივანი; 1975 წლის 10 აპრილიდან 1976 წლის 8 იანვრამდე საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სამრეწველო სატრანსპორტო განყოფილების გამგე; 1976 წლის 8 იანვრიდან 1978 წლის 5 დეკემბრამდე საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი; 1978 წლის 5 დეკემბრიდან 1981 წლის 27 ოქტომბრამდე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სამრეწველო-სატრანსპორტო განყოფილების გამგის მოადგილე; ის, როგორც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიული მრჩეველი, 1980 წლის სექტემბრიდან 1981 წლის სექტემბრამდე სამსახურებრივი მივლინებით ავღანეთის რესპუბლიკაში, ლაგმანის პროვინციაში იმყოფებოდა; 1981 წლის 27 ოქტომბრიდან 1983 წლის 15 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1983 წლის 15 იანვრიდან 1985 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თავდაცვითი მრეწველობის განყოფილების გამგედ;  1985 წლის 1 ოქტომბრიდან 1986 წლის 11 ივნისამდე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილების გამგედ; 1986 წლის 24 ივნისიდან 1988 წლის 7 დეკემბრამდე საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1988 წლის 7 დეკემბრიდან 1989 წლის 27 აპრილამდე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; 1989 წლის 27 აპრილიდან 1990 წლის 27 ნოემბრამდე  საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ; 1990 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; 1992 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო საქართველოს კპ სოხუმის საქალაქო კომიტეტის წევრი (12.01.1974, 20.12.1975); საქართველოს კპ სოხუმის საქალაქო კომიტეტის ბიუროს წევრი (02.08.1974 - 1975); საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრობის კანდიდატი (03.02.1974 - 08.01.1976); საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტისა და ბიუროს წევრი (1976 წლის 8 იანვრიდან); აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს IX მოწვევის დეპუტატი (1975 წლის 15 ივნისიდან); საქართველოს კპ ცკ-ის წევრი (24.01.1976 - 24.01.1981); საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს X და XI მოწვევების დეპუტატი (29.04.1984 - 1986); საქართველოს კპ ცკ-ის წევრი (1986 წლის 24 იანვრიდან); საქართველოს კპ ცკ-ის ბიუროს წევრობის კანდიდატი (04.07.1986 — 08.12.1988); საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1986 - 26.03.1989); საქართველოს კპ ცკ-ის ბიუროს წევრი (1989 წლის 17 ივნისიდან); სკკპ XXVIII ყრილობის დელეგატი (1990 წლის 2-12 ივლისი); დაჯილდოებული იყო სამთავრობო და საბრძოლო ჯილდოებით, მათ შორის "ავღანეთის დიდების" ორდენითა და მრავალი მედლით; საბჭოთა სამხედრო და პარტიული მოღვაწე; გენერალ-მაიორი.

წყარო: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.117-118; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.434-435

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: