The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნონა კალანდარიშვილი

ნონა კალანდარიშვილი
Date of birth:31 March, 1925
Date of death:1 September, 2004  (at 79 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Translator, Writer, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვირიკეთი, მახარაძის რაიონი (ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის სპეციალობით 1946 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1951 წლის მარტიდან საუკუნის დასასრულამდე ის სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის გამომცემლობა "საბლიტგამში", შემდგომში "ნაკადულად" წოდებულში; ათეული წლების მანძილზე იყო ამ გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; ნ. კალანდარიშვილი იყო მრავალი წიგნის რედაქტორი, სტილისტი და მთარგმნელი; მას შესრულებული აქვს მხატვრული თარგმანები გერმანული და რუსული ენებიდან; ქართულად თარგმნილი აქვს კლასიკოსების თომას და ჰაინრიჰ მანების, შ. ცვაიგის, ლ. ფრანკის, ე. ჰოფმანის, ბ. კელერმანის, ძმები გრიმების და სხვათა თხზულებები; მის თარგმანებს დღესაც არ დაუკარგავთ გამომცემელთა და მკითხველთა ინტერესი; ავტორია მემუარების წიგნისა: "წლები და ადამიანები – მოსაგონარი "ნაკადულში" გატარებული ნახევარი საუკუნის შემდეგ", რომელიც ერთგვარი მატიანეა გამომცემლობისა და ის იქ გატარებულ წლებს, მის თანამშრომლებს და კოლეგებს ეძღვნება; მოგონებათა ფურცლებზე დიდი ადგილი აქვს დათმობილი ცნობილ ქართველ მწერლებს, მხატვრებს, პოლიგრაფისტებს, ქართული ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებს, საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობილ საგულისხმო ლიტერატურულ ფაქტებს. წიგნი წარმოადგენს საყურადღებო წყაროსა და მასალას მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საგამომცემლო საქმისა და ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის. მისი ღვაწლი აღნიშნული იყო საპატიო სიგელებით.

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1976-2004)

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
    კულტურის დარგში ხანგრძლივი და დამსახურებული მუშაობისთვის

Bibliography


Share: