The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აზა მდინარაძე

აზა მდინარაძე
Date of birth:4 July, 1965  (59 years)
Category:Writer, Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიისა და კინოხელოვნების (მეორეული, კინოსასცენარო სპეციალობით) ფაკულტეტები; შოთა რუსთველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა.

მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; იყო ახალგაზრდობის საგანმანათლებლო ასოციაცია "მთენის" გამგეობის თავმჯდომარე, ორი რესპუბლიკური შემოქმედ ბავშვთა ფესტივალის დირექტორი, საბავშვო გაზეთი "მთენის", საინფორმაციო სააგენტოსა და ჟურნალისტური სკოლის დირექტორი; საგამოძიებო ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო ჯგუფის პროექტის დირექტორი და ბავშვთა საზაფხულო ბანაკების ტრენერი და მენეჯერი; გამოქვეყნებული აქვს ლიტერატურული შრომები, პუბლიკაციები და საკუთარი ლექსები ქართულ სალიტერატურო პერიოდულ გამოცემებსა და კრებულებში: "ცისკარი", "კრიტიკა", "ლიტერატურული საქართველო", "ჩვენი მწერლობა", "პირველი სხივი", "კარს მიღმა", "ცისარტყელა" და სხვა; გატაცებული იყო ალპინიზმით – 30–ჯერ ასულა კავკასიონის (სვანეთის, ხევის, ხევსურეთის მწვერვალებზე, მათ შორის საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარაზე), ფანების მთებისა (შუა აზია) და ტატრების (პოლონეთი–სლოვაკეთი) მწვერვალებზე; მისი ჰობია ინტერიერის დიზაინი – არის ავტორი სხვადასხვა ბინის, ოფისის (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი), სილამაზის სალონის (33ა), ბარის ("ჯოილენდი", ბაკურიანი) ინტერიერის დიზაინისა.

წყარო: საბავშვო ავტორები: kids.gearmuri.georgianforum.com

Bibliography

  • ქართული მართლწერა მარტივად (Co-Author). - თბილისი, ქრონიკონი, 2023
  • ქართული, 2022 : ერთიანი ეროვნული გამოცდა : ქართული ენა და ლიტერატურა : ტექსტის რედაქტირება, წაკითხულის გააზრება, წერითი დავალება / აზა მდინარაძე (Author). - თბილისი, ქრონიკონი, 2022. - ISBN: 978-9941-8-4121-7
  • გამოცანები : რა ჰქვიათ ცხოველ-ფრინველთა შვილებს? (Author). - თბილისი, ავაზა, 2016. - 28გვ.. - ISBN: 9789941088728

Share: