Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როინ მალაყმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჩხუტუნეთი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1996 წელს; 1997-2000 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის ასპირანტი. 1991-2004წწ. მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად; 2004-2006 წლებში ხელვაჩაურის რაიონის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსად; 2006-2010წწ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ; 2003 წლიდან იყო ბათუმის ტბელ აბუსერისძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი; 2005 წლიდან უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2006 წელს არჩეული იქნა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად; 2010-2014წწ. არის საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც ხელმძღვანელობს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას; 2010 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორია; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ისტორია და ეთნოლოგია; ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია ქართულ და უცხოურ ენებზე; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; არის ავტორი მონოგრაფიისა: "ლიგანის ხეობა" (ისტორიულ ეთნოლოგიური გამოკვლევა, 2008); "წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან" (თანაავტორი, 2017); "ზემო მაჭახელი" (2019); გადაღებული აქვს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის დოკუმენტური ფილმი - "ლიგანის ხეობა" (2000). მიღებული აქვს ლაურიატი მასწავლებლის წოდება (2003), თედო სახოკიას დარგობრივი პრემია (2004), აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელი (2015), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (2017, 2019), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის მედალი (2020). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა - "ლიგანის ხეობა (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა)", დაიცვა 2003 წლის 10 იანვარს. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |