შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკა ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; საქართველოს დიპლომატიური აკადემია სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია 1999 წელს; საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიის ევროპული კვლევითი ცენტრის (CERIS) საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ( ქ. ბრიუსელი, ბელგია) 2008 წელს. 1999-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი, ატაშე, II მდივანი; 2002-2005წწ. საქართველოს დიპლომატიური აკადემიის ლექტორი; 2005-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, II მდივანი; 2005-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის I მდივანი; 2009-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 2010-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, მრჩეველი; 2014-2015წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2015-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2017-2018წწ. საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2018-2020წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წ. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლის 1 დეკემბრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge.; საქართველოს მთავრობის ვებგვერდი: gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |