The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ჭეჟია

თინათინ ჭეჟია
Date of birth:23 November, 1950  (74 years)
Category:Actor/Actress, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ ინგირი, ზუგდიდის რაიონი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ფერწერის ფაკულტეტზე; 1971-1972წწ. სწავლობდა ამირან შალიკაშვილის პანტომიის სტუდიაში; სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტის საკლუბო-სარეჯისორო ფაკულტეტზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტკის ფაკულტეტზე.

იყო გორკის სახელობის კულტურის სახლის მოსწავლე-ახალგაზრდობის თეატრის დასის მსახიობი; 1972-1974წწ. ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; მუშაობდა საქართველოს რადიოს პირველი არხის კორესპონდენტად, სოფელ ოირემეს 9-წლიანი სკოლის ხატვა-ხაზვის პედაგოგად; თბილისის მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის სახლის მასწავლებლად; მისი პირველი მოთხრობა დაიბეჭდა ზუგდიდის რაიონულ გაზეთში; 1983 წელს, ჟურნალ "დილაში" აქვეყნებს პირველ საბავშვო მოთხრობას; გამოქვეყნებული აქვს 60-მდე საბავშვო მოთხრობა; თარგმნილია რუსულ ენაზე და დაბეჭდილია ჟურნალ "კალაბოკში"; მისი პროზაული ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ჟურნალ "ცისკარში", "ლიტერატუირულ სქარველოში"; 2019 წელს ხელოვანთა ოქროს ფონდმა მიანიჭა "თამარიონის ენდალმა", დაჯილდოვებულია ლიტერატურული კონკურსის "ბუკნაჭოს" პირველი პრემიით; მისი სადიდო პროზა და პოეზია ინტენსიურად იბეჭდება "ლიტერატურულ საქართველოში", "მწერლის გაზეთში", "ანეულში", "ცისკარში".

წყარო: საბავშვო ავტორები: kids.geმოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge

Awards and Honors

  • 2018 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
    საბავშვო მწერლობაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის
  • 2015 - მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია
    ქართულ საბავშვო მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

Bibliography

  • ფერია თუთი : საბავშვო მოთხრობები (Author). - თბილისი, "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2010. - 60გვ.. - ISBN: 9789941028397

Share: