Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია კარსელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს. გაზეთ "წიგნის სამყაროს" კორესპოდენტი (1978); ჟურნალ "დროშის" კორესპონდენტი (1979); "საქართველოს ლიტერატორთა ცენტრის" წევრი (1983); ლიტერატურულ გაზეთ "რუბიკონის" კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე; 1995 წლიდან საბავშვო ჟურნალ "კოკროჭინას სკოლის", მინი–ჟურნალის: "შეავსე და აფერადე", გაზეთ "კოკროჭინას საბავშვო კროსვორდებისა" და გაზეთ "კირკიტელას" რედაქტორი; 1996 წ. "საბავშვო ახალგაზრდული პრესისა და ლიტერატურის ასოციაციის" თავმჯდომარე; მაია კარსელის შემოქმედება: 1970 წლიდან არის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ლიტერატურული წრის წევრი და მისი საბავშვო ჩანახატები იბეჭდება გაზეთ "გაზაფხულში"; შემოქმედებით კონფერენციებზე არის პირველი ხარისხის დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვებული; 1971 წლიდან მისი საბავშვო ნაწარმოებები და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები სისტემატიურად იბეჭდება გაზეთ "ნორჩ ლენინელში" (ნერგი), "პიონერში", "ნაკადულში", ჟურნალ "დილაში", "თბილისში", "საქართველოს ქალში", "ცისკარში", "დროშაში"; მისი ლექსები შესულია გამომცემლობა "ელფის" მიერ გამოცემულ წიგნში "ჩემი პირველი ლექსების წიგნი" და "ჩემი პირველი ქრესტომატია"; "ლოგოს პრესის" მიერ გამოცემულ ლექსების კრებულში, გამომცემლობა "გორგას" მიერ გამოცემულ კრებულში "საახალწლო ლექსები"; 1975–1976წწ. მონაწილეობას იღებს რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, საკუთარი საავტორო ნაწარმოებებით; არის საბავშვო კრებულების ავტორი: "წვიმავ–წვიმავ", "სტაფილო–უზარმაზარი", "მხიარული რითმოცანები", "გამოიცანი ვინ ვარ", "ცირკი", "გამოცანები ცხოველებზე", "ჩემი საშობაო საგანძური", "მხიარული გამოცანები", "ჩემთან გინდა თამაში", "ნამცეცა ზღაპრები", "შეისწავლე ფერები", "ჩემი სოფლის ცხოველები", "მხიარული ცხოველები"; "რვა ძილისპირული"; 2014 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა "ფერადი ლექსები". 1996 წელს გაზეთი "კოკროჭინა" პრესის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და დაჯილდოებულია სამთავრობო პრესცენტრის სპეციალური ჯილდოთი; 2000 წელს მოსახლეობის სოციოლოგიურმა, მარკეტინგულმა და ფსიქოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ საბავშვო პრესაში "კოკროჭინას", პირველი ადგილი უჭირავს; 2011 წელს "Save the children" მიერ მოწყობილ სატელევიზიო სცენარების კონკურსში: ამერიკაში გაგზავნილი მისი საბავშვო სცენარი გავიდა ნახევარ ფინალში და მოიპოვა გამარჯვება; ასოციაციის ინიციატივით, მე–7 არხის, შემდეგ კავკასიის ბაზაზე ეთერში გადიოდა ტელეგადაცემა: "კოკროჭინა", სადაც ბავშვებს შემოქმედების გამომზეურების საშუალება ეძლეოდათ; 2013 წლიდან მას საპატრიარქოს რადიო "ივერიაში" მიჰყავს საბავშვო გადაცემა "წიგნის მეგობართა კლუბი". Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |