შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თომა მთავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯიმითი, გურჯაანის რაიონი (ყოფილი სიღნაღის მაზრა). 1881 წლის სექტემბრიდან იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი, სადაც იმსახურა 33 წელი. თომა მთავრიშვილის მოღვაწეობას დიდ შეფასებას აძლევდა იაკობ გოგებაშვილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის გამგეობის სხდომაზე, იაკობ გოგებაშვილის წინადადებით თომა მთავრიშვილი პროგიმნაზიული კლასების პედაგოგად გადაიყვანეს. "ივერიაში", "დროებასა" და "შრომაში" აქვეყნებდა ნარკვევებს სკოლებისა და გლეხების მდგომარეობის შესახებ. მესტამბე, გამომცემელი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.487; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |