The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი რცხილაძე

ირაკლი რცხილაძე
Date of birth:10 October, 1900
Date of death:29 June, 1974  (at 73 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შაშიანი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1928-1933წწ. იყო პროფესორ მარიამ უგრელიძის კათედრის ორდინატორი, ამავე დროს მუშაობდა საქართთველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში საბავშვო ბაღებისა და სანატორიუმების განყოფილების წამყვან თანამშრომლად. ამ პერიოდში მის მიერ დაარსებული და გახსნილია ბავშვთა კვების სამზარეულოები, ბაგები და სანატორიუმები (წაღვერი, წყნეთი, პატარა ცემი, კოჯორი, ჯავა და სხვ.) 1933 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, 1944 წლიდან კათედრის გამგე. ირაკლი რცხილაძე მუშაობდა ტუბერკულოზური მენინგიტის კლინიკისა და დიაგნოსტიკის, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული და მწვავე დაავადებების საკითხებზე, იკვლევდა ფილტვის პათოლოგიებს; ჩამოაყალიბა პნევმონიების ახალი კლასიფიკაცია და პნევმონიების მკურნალობის მეთოდები; სწავლობდა ალერგიებისა და ბრონქული ასთმის ეტიოლოგიის და პათოგენეზის დადგენის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები. ირაკლი რცხილაძის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით შაშიანის საშუალო სკოლას მიენიჭა მისი სახელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე დაარსდა ირაკლი რცხილაძის სახელობის 2 სტიპენდია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქოლეცისტოპათიები ბავშვთა ასაკში" (გამოიცა მონოგრაფიის სახით), დაიცვა 1939 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1947 წელს.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.496

Bibliography


Share: