The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კირცხალია

ვლადიმერ კირცხალია
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1947
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 2023  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1970 წელს.

1971-1981წწ. - ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, ინჟინერი; 1981 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი, ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი; 1996 წლიდან - სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, რადიოფიზიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირებისა და სისტემატექნიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი კვლევის თემა: ტანგენციალური წყვეტის მდგრადობის თეორიის ზოგიერთი პრობლემის შესახებ ჰიდროდინამიკისა და მაგნიტური ჰიდროდინამიკის ამოცანებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.34; სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი: sipt.org.ge; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: m.facebook.comსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 65-66

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: