The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან კოპლატაძე

რომან კოპლატაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბასილეთი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს; ასპირანტურა 1969 წელს.

1970-1983 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1995წწ. - დიფერენციალური განტოლებების განყოფილების გამგე; 1995-2006 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილია ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური თვისებები, ფუნქციონალურ დიფერენციალურ განტოლებათა ამონახსნების რხევადობის კრიტერიუმები, სხვაობიან განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცევის შესახებ, სასაზღვრო ამოცანები. პუბლიკაციების საერთო რაოდენობა: 121. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.34; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: