The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჯაფარიძე

დავით ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1886
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1969  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩუმლაყი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თელავის სასწავლებელი 1902 წელს; 1903 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის მებაღეობის ტექნიკუმში (კარგი სწავლისთვის ფულს უხდიდა "ქართული ბანკი").

მუშაობდა მუკუზანის საუფლისწულო მამულში, 1909 წელს დაინიშნა წინანდლის საუფლისწულო მამულის მევენახედ. "ქართულმა ბანკმა" 1910 წელს სოფელ ყვარელში გადასცა  ვენახი, სახნავ-სათესი,  წაბლისა და მუხის ტყე. 1910 წელს დავით ჯაფარიძე გადაიყვანეს მუკუზანის მთავარ მეღვინე-მევენახედ. 1925-1927წწ. მან საფუძველი ჩაუყარა ღვინის დასამზადებელი პატარა მარნების მშენებლობას (არგვეთი, ჩხარი, სიმონეთი, საზანო, თერჯოლა ). 1929 წელს გადაიყვანეს სამტრედიის მეღვინე-მევენახედ, სადაც 1959 წლამდე მუშაობდა. მეღვინე, მევენახე, ენოლოგი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.518


გააზიარე: