Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1995 წელს; ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1998 წელს. 1998-2000წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2000 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; პადუას (იტალია) მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, დროებითი პოზიცია; 2003-2005წწ. პიზის (იტალია) ნორმალური უმაღლესი სკოლა, პოსტდოქტორანტი; 2006 წლიდან ლაჰორის (პაკისტანი) სამთავრობო კოლეჯ-უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული პროფესორი; 2009-2020წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2020 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; 2022 წლიდან თსუ ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციაში "ICMI", სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფაკულტეტის წევრი და "STEM" პროგრამის მონაწილე, როგორც მათემატიკისა და აეროსივრცის ინჟინერიის პროფესორი, საერთაშორისო ჟურნალის "ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები"-ს მთავარი რედაქტორი (rmi.tsu.ge) კვლევის ინტერესი: ჰარმონიული ანალიზის ინტეგრალური ოპერატორების წონის თეორია; "ფუნქციური სივრცეები, გამოყენებები კერძოწარმოებულებიან დიფერენციალურ განტოლებებში". 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი, მიღებული აქვს გერმანიის მათემატიკური ასოციაციის პრემია ახალგაზრდა მათემატიკოსებისათვის (2000), 2002 და 2009 წლებში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.38; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: cte.ibsu.edu.ge; ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი: rmi.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |