The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ჯიმითელი

იოსებ ჯიმითელი
Legal name:იოსებ გეთიაშვილი
Date of birth:1891
Date of death:1974  (at 83 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიმითი, გურჯაანის რაიონი.

იოსებ (ჯიმითელი) გეთიაშვილი იყო დაუმარცხებელი და ბეჭდაუდებელი ფალავანი ქართულ ჭიდაობაში. მას უამრავი ჯილდოა აქვს მოპოვებული არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც. მონაწილეობდა მეზობელ ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებშიც და სამშობლოში დამარცხებული არასოდეს დაბრუნებულა. მისი ჭიდაობის მხილველები ჰყვებოდნენ, რომ მეტოქეზე ჯიქურ მიდიოდა და რკინისებრი გამძლეობით გამოირჩეოდა. იმდროინდელ პრესაში, რომელიც სისტემატურად აშუქებდა დედაქალაქში გამართულ საჭიდაო ტურნირებს, ნათქვამია, თუ როგორ დაამარცხა ჯიმითელმა ერთმანეთის მიყოლებით თედო ლილოელი და შაშო ვერელი. თბილისში პასპორტის გარეშე ცხოვრობდა, ამის გამო ჟანდარმებმა დაიჭირეს და ჯერ გუბერსკის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ორი წლით განჯაში გადაასახლეს. განჯაში იჭიდავა ზერტელ ტიელიძესთან, რომელიც წარმატებით დაამარცხა. სულ ბოლოს იოსებ ჯიმითელმა თბილისში, ნიკიტინების ცირკში, 1924 წელს იჭიდავა. მოჭიდავე.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.519


Share: