The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მედეა მეზვრიშვილი

მედეა მეზვრიშვილი
Date of birth:12 April, 1930
Date of death:5 December, 2009  (at 79 years)
Burial location:ქ. საგარეჯო
Category:Public official, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.

1955 წლიდან იყო კომკავშირის თელავის რაიკომის მეორე, პირველი მდივანი. 1961 წლიდან - პარტიის საგარეჯოს რაიკომის მდივანი, მეორე მდივანი; 1963 წლიდან - თელავის, საგარეჯოს რაიაღმასკომების თავმჯდომარე; 1973 წლიდან - საქართველო კომპარტიის საგარეჯოს რაიკომის პირველი მდივანი. საგარეჯოს და თელავის გამგებელი, კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული; საქართველო სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მის სახელს უკავშირდება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა, თელავში ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა, დავით გარეჯის აღდგენა და სხვ. დიდი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის საქართველოს და კერძოდ, მშობლიური კახეთის წინაშე. პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.548; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.316; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში, ქვეყნის ერთიანობასა და ძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი მოღვაწეობისათვის

Share: