The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელიზბარ ქურდიანი

ელიზბარ ქურდიანი
Date of birth:1905
Date of death:December, 1989  (at 84 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს.

1932 წელს გაგზავნილ იქნა ქ. ლენინგრადში, ტრამვატოლოგიის ინსტიტუტში პროფესორ ვრედენთან გამოზდილების მისაღებად, 1934 წელს კი ხარკოვის ორთოპედიისა და ტრამვატოლოგიის ინსტიტუტში გამოჩენილ სპეციალისტთან, მ. სიტენკოსთან. 1933 წელს ელიზბარ ქურდიანმა თბილისის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩამოაყალიბა ორთოპედიისა და ტრამვატოლოგიის განყოფილება, რითაც საფუძველი დაუდო ამ დარგის განვითარებას საქართველოში. ელიზბარ ქურდიანი სხვადასხვა დროს მუშაობდა სიღნაღის, თელავის, საგარეჯოს საავადმყოფოებში, ხელმძღვანელობდა სამედიცინო ექსპედიციებს. 1941 წელს გააგზავნეს ყირიმის ფრონტზე. 1944 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ევაკოჰოსპიტალში წამყვან ქირურგად. 1946 წელს ელიზბარ ქურდიანი გახდა ორთოპედიისა და აღდგენითი ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გარდა პრაქტიკული სამუშაოებისა, იგი ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას აღდგენითი ქირურგიის დარგში. 1947 წელს დაინიშნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჰოსპიტლების სამმართველოს წამყვან სპეციალისტად აღდგენით ქირურგიაში. 1953 წელს მან საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა ორთოპედიის განვითარებას საქართველოში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით აღნიშნულ ინსტიტუტში გაიხსნა ბავშვთა ორთოპედიის განყოფილება და დაიწყო ახალშობილ ბავშვთა ორთოპედიული გასინჯვები. ელიზბარ ქურდიანი იყო მრავალი ახალი სამკურნალო და ოპერაციული მეთოდის ავტორი (ძვალშიგნითა ანესთეზიის მეთოდი), იგი ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. იყო 54 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1940), დოცენტი (1947), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი. ქირურგი, ორთოპედი, ტრამვატოლოგი.  

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.565

Bibliography


Share: