The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ქურდიანი

ირაკლი ქურდიანი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 1984  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: პოლონეთი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1930 წელს.

იგი აქტიურად მონაწილეობდა ახალი ენერგეტიკული ობიექტების დაპროექტებასა და მათ გამართვა-მოწყობაში (ალაზანჰესი, თბილისის თბოსადგური და სხვ.).

1932 წელს დაიწყო სამუშაოები ზაჰესის გაფართოებასთან დაკავშირებით. ორი ახალი ჰიდროგენერატორის დამონტაჟება, გამანაწილებელი მოწყობილობის გაფართოვება და მეორადი საკომუტაციო წრედების გადაკეთება უშუალოდ ირაკლი ქურდიანის ხელმძღვანელობით მოხდა; ირაკლი ქურდიანის ხელმძღვანელობითვე მიმდინარეობდა მშენებარე თბილისის თბოელექტროსადგურის სამონტაჟო სამუშაოები, ელექტრული ნაწილის ახალი პროექტიც მისი ხელმძღვანელობით იყო შესრულებული. 1944 წელს იგი დაინიშნა თბილისის საქალაქო ქსელების სამმართველოს მთავარ ინჟინრად, მის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ომის შემდგომ პერიოდში (1948) სასოფლო-სამეურნეო რაიონების ელექტროფიკაციის მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტა. ამ პერიოდის მისი სამეცნიერო შრომები ფართოდ დაინერგა ენერგეტიკაში, ირაკლი ქურდიანის უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა სამუშაოები სოფლის ჰესების სრული ავტომატიზაციისათვის,  მთლიანად იქნა ავტომატიზირებული ელექტროსადგურები (ტირიფონჰესი, იგოეთჰესი, ბოლნისჰესი და სხვ). 1964 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელსადგურებისა და სისტემების კათედრის გამგედ. პროფესორი, მეტყევე-სელექციონერის სოლომონ ქურდიანის შვილი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.568

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია

  • რელეური დაცვა : ზოგადი ნაწილი და დენური დაცვები (ლექციების კონსპექტი) (ავტორი). - თბილისი, საქ. პოლიტექნ. ინ-ტი, 1979. - 86გვ.
  • რელეური დაცვა (ავტორი) // ნაწ. 2 : ელექტროგადამცემი ხაზების სწრაფმოქმედი დაცვები. - თბილისი, საქ. პოლიტექნ. ინ-ტი, 1974. - 218გვ.
  • ელექტრული ქსელები და სისტემები : დამხმ. სახელმძღვ. პროფტექნიკური ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1972. - 310გვ.
  • ენერგოსისტემების ავტომატიზაცია : ძაბვის და სიხშირის რეგულირება ელექტროსადგურებზე (დამხმ. სახელმძღვ.) ნახაზები (ავტორი). - თბილისი, საქ. პოლიტექნ. ინ-ტი, 1972. - 68გვ.

გააზიარე: