The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულხან ნანობაშვილი

სულხან ნანობაშვილი
დაბადების თარიღი:1938  (87 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1963წწ. ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, უცმროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1963-1966წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სანკტ-პეტერბურგის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი; 1966-1967წწ. ა. იოფეს სახელობის სანკტ-პეტერბურგის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი; 1982 წლიდან ჩეხეთის (პრაღა) მეცნიერებათა აკადემიის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი; 1986-1987წწ. - ENEA-Frascati-ის კვლევითი ცენტრის (იტალია) მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-2006წწ. ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 2006-2016წწ. ფიზიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი. კვლევის თემა: ელექტრონული ციკლოტრონული და ქვედაჰიბრიდული ტალღების ურთიერთქმედება პლაზმასთან. გამოქვეყნებული აქვს 125 სამეცნიერო ნაშრომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1997).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.41; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი: aiphysics.tsu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

გააზიარე: