შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ნარდაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1979წწ. სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, 50-ე განყოფილების 52-ე ლაბორატორია, ინჟინერი; 1979-1982წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1982-1988წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1993წწ. - უფროსის მოადგილე; 1993-2005წწ. სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, არატრადიციული ენერგეტიკის და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2010წწ. - სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე; 2005-2016 წწ. - ამავე ინსტიტუტის რადიაციული მასალათმცოდნეობისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2016 წლიდან სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, ნახევარგამტარული და რადიაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. კვლევის თემა: დაბალენერგეტიკული ზღურბლური ელექტრონული სპექტროსკოპიის მეთოდები მყარი სხეულების ზედაპირის ქიმიური მდგომარეობის შსწავლისა და სისუფთავის კონტროლისათვის. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.41; სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი: sipt.org.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |