შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ყვარელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1975 წელს, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1982 წელს. ჭიდაობაში ვარჯიში დაიწყო 19 წლის ასაკში. ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებს შორის; 1969, 1971 და 1972 წლებში იყო სსრკ ახალგაზრდებს შორის ჩემპიონი, ხოლო 1973 წელს საკავშირო უნივერსიადის ჩემპიონი გახდა. მოგებული აქვს საერთაშორისო ტურნირები იაპონიაში, ინდოეთში, ბულგარეთში, პოლონეთში. დავით ყვარელაშვილი 8 წლის მანძილზე სტაბილურად იმყოფებოდა სსრ კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; იყო თბილისის ვაკის რაიონის, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსი, გლდანის, დიდი დიღმის, დიღმის ქვედანაყოფების უფროსი; წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა დედაქალაქის ნარკომანიასთან ბრძოლის განყოფილებას. დავით ყვარელაშვილი მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო პროცესებს. პოლიციის პოლკოვნიკი, მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა). წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.577 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |