The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეგნატე იოსელიანი

ეგნატე იოსელიანი
Other name:ეგნატე მარტყოფელი
Date of birth:1766
Date of death:1843  (at 77 years)
Category:Calligrapher, Translator, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი.

1806 წელს კათალიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მღვდლად, ხოლო 1891 წელს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ დეკანოზად აკურთხეს. თავისი განსწავლულობის წყალობით იგი სამეფო კარის მწერალი გახდა. სამეფო კარზე ეგნატე იოსელიანს მრავალი სახელმწიფოებრივი დავალების შესრულება უხდებოდა. 1798 წელს მან სხვებთან ერთად გიორგი XII-ის დავალებით მონაწილეობა მიიღო კახეთისა და ელის (მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI-XIX საუკუნეებში) მოსახლეობის აღწერაში. მას გადაწერილი აქვს მრავალი ხელნაწერი, მათ შორის ეპისკოპოს კირილე ალექსანდრიელის (VII საუკუნე) წიგნი "საუნჯე", წმინდანთა ცხოვრება "წამება დავით და კონსტანტინესი" (მინაწერით - "გამოვსწერე უმეტნაკლებოდ მღვდელმან ეგნატი იოსელიანმან. წმინდანო ღვთისანო, მეოხებითა თქუენითა შემიწყალეთ მე"), სოლომონ ლიონიძის სიტყვა, წარმოთქმული ერეკლე II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მეფე კიროსის მოკლე ისტორია და სხვ. ეგნატე მარტყოფელი კალიგრაფიც იყო, სამეფო კარზე იგი უფლისწულებს ვარსკვლავთმრიცხველობასა და ფიზიკაში ამეცადინებდა. ისტორიკოს და საზოგადო მოღვაწის პლატონ იოსელიანის მამა.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.595


Share: