შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქრისტეფორე კეჟერაშვილი![]()
ბიოგრაფიამეფე ერეკლეს კარის მოძღვარი. 1749 წელს მეფე თეიმურაზს თან ახლდა ერევანში ლაშქრობისას, შემდეგ იერუსალიმში წასულა, მესტამბეობა უსწავლია, სამშობლოში დაბრუნებულა და 14000 საღვთო წიგნი დაუბეჭდავს. მისთვის დაუვალებიათ აღა მაჰმად-ხანის მიერ დამწვარი სტამბის აღდგენა. მამა ქრისტეფორე ერთგული ყოფილა მეფე ერეკლესი. ავადმყოფ მეფეს მეტეხში ყოფნისას ორმოცი დღე და ღამე მუხლჩაუხრელად ემსახურა. მეფე ერეკლეს ცხედარს თელავიდან მცხეთაში უამრავი ხალხი გამოჰყვა, მაგრამ იქ მაშინ შავი ჭირი მძვინვარებდა და არაგვის მარცხენა სანაპიროზე შედგნენ, შიშით მცხეთაში ვერავინ შეჰყვა. მაშინ მამა ქრისტეფორემ მეფე გიორგის მოახსენა - მე შევყვებიო. მამა ქრისტეფორე ემსახურა მეფე ერეკლეს საფლავს. აღდგომის დღეს, წირვის შემდეგ, სამთავროში წესისამებრ მართებული აღაპი გადაუხადა მეფეს. 1784 წლიდან სტამბას სათავეში ჩაუდგა ქრისტეფორე კეჟერაშვილი, რომელმაც იჯარით აიღო სტამბა. მან არსებითი ცვლილებები შეიტანა ქართული წიგნის ბეჭდვის საქმეში, გაზარდა ტირაჟი, ზრუნავდა მისი სწრაფი რეალიზაციისათვის. წიგნებს კალენდრის სახით დაურთო ცნობები თვეებსა და საეკლესიო დღესასწაულებზე, გაზარდა წიგნების ოდენობა "სამოციქულო", "კონდაკი", "ლოცვანი", "კურთხევანი" და სხვ. ფილოსოფიური და ისტორიული ხასიათის წიგნები "კიტაიის სიბრძე", დ. ბაგრატიონის "ნარკუევი" და სხვ. ძველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური ლიტერატურის უმეტესი ნაწილი გამოცემულია ერეკლეს სტამბაში (ანტონ I კათოლიკოსის "ქადაგება", "შესხმა პირველი ახლისა ამის წიგნი-საბეჭდისა"). მესტამბე, გამომცემელი. სავარაუდოდ დაკრძალულია ნორიოს ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში (გარდაბანი). წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.601; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.626
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |