The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ როგავა

ჯემალ როგავა
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1968 წელს; გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1982 წელს.

1968-1990წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, პროექციული მეთოდების განყოფილება, ფუნქციონალური ანალიზისა და მისი გამოყენებების განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, ჯგუფის ხელმძღვანელი; 1984-1990წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და გამოთვლითი მათემატიკის კათედრა, მასწავლებელი; 1990-2000წწ. ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, გარსთა თეორიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-2000წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ლაბორატორიის გამგე; 1997-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და გამოთვლითი მათემატიკის კათედრა, პროფესორი; 2000-2006წწ. - ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რიცხვითი ანალიზის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. კვლევის თემა: ნახევრად დისკრეტული სქემები ოპერატიული დიფერენციალური განტოლებებისათვის. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.43; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: