შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზეზვა გაფრინდაული![]()
ბიოგრაფიაქართველი სახალო გმირი, 1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იგი მეთაურობდა თუშებს. მისი ხელმძღვანელობით ქართველ მთიელთა რაზმები თავს ესხმოდნენ კახეთის ციხეებში სეფიანთა მიერ ჩაყენებულ გარნიზონეს და მომთაბარე ელებს (მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI-XIX საუკუნეებში). ბახტრიონის ბრძოლის დროს გაფრინდაული ხელმძღვანელობდა იმ რაზმს, რომელიც პირველი გადავიდა ციხის გალავანზე, დახოცა კარიბჭის მცველები და ქართველები ციხეში შეუშვა. ციხის აღების შემდეგ ზეზვა გაფრინდაულის რაზმმა სდია მტერს და ჩაება ალვანის ველზე გამართულ ბრძოლაში, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ იგი თორღვას ციხეში იყო გამაგრებული და იქედან აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს. სპარსელებმა ზეზვა გაფრინდაული შეიპყრეს ღალატით, ჯერ თბილისში ჰყავდათ დაპატიმრებული, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.630
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |