The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შეთე გულუხაიძე

შეთე გულუხაიძე
სხვა სახელი:შეთე გულუხაისძე
დაბადების თარიღი:1798
გარდაცვ. თარიღი:1870  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არდოტი, ხევსურეთი.

შამილის თანამედროვე, დაღესტნის ომების თუში სახალხო გმირი სოფელ ქუმელაურთიდან (სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ომალოს თემი). შეთე გულუხაიძე XIX საუკუნის დასაწყისში დაბადებულა. მამას, ზვიად გულუხაიძეს მეზობლებთან ჩამოვარდნილი სისხლ-მესისხლეობის გამო თავისი თემ-სოფლის დატოვება მოუხდა, იგი ხევსურეთში, სოფელ არდოტში (არდოტი სოფელი საქართველოში, მცხეთა-​მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში) გადახვეწილა და იმ ზამთარს გარდაცვლილა. შეთეს დიდ როლს მიაწერენ დაღესტანზე გამარჯვებაში, რომ უკვე დიდი ხნის შემდეგ, მე-20 საუკუნის დასაწყისში ნიკო ფიროსმანმა ამ თემაზე შექმნა მხატვრული ტილო, რომელსაც აქვს რუსული წარწერა - "შეთე უჩვენებს ბარიატინსკის, თუ როგორ დაიჭიროს შამილი". დაღესტნის ომების დამთავრების შემდეგ შეთე სოფელ შილდაში დასახლდა. მთავრობის მიერ იგი დანიშნულ იქნა დაღესტნის მხარის საყარაულო რაზმების ინსპექტორად. მას დიდად აფასებდა კახეთის თავადაზნაურობა, მის რაზმებს არაერთხელ წაურთმევია ლეკთა ბანდებისათვის კახეთიდან გატაცებული ტყვეები და დაუბრუნებია თავიანთი ოჯახებისათვის. ერთ-ერთი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ვოლკონსკი წერდა, რომ "კავკასიის ომების ისტორია ყოველთვის ნაკლულოვანი იქნება ამ ომში შეთეს როლის სრულად ჩვენების გარეშე". შეთე გულუხაიძეს ეძღვნება გიორგი ცოცანიძის წიგნი - შეთე (თუში მებრძოლის შეთე გულუხაიძის ცხოვრება, ისტორიულ-დოკუმენტური პროზა; თბილისი, 2013 წელი).

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.646; ჟურნალი "თბილისელები": old.tbiliselebi.ge


გააზიარე: