The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ სანებლიძე

სამსონ სანებლიძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1978 წელს; ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1982 წელს. 

1982 წლიდან მუშაობს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში: 1982-1995წწ. - მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2006წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1980-1982, 1985-1989, 1992-1995, 2008წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. კვლევის თემა: პერტურბაციისა და წინააღმდეგობის თეორიები ფიბრაციებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.43; ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი: rmi.ge


გააზიარე: