შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაბინაანი, ახმეტის რაიონი. 1949 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სპეციალობაზე და სათავეში ჩაუდგა სტუდენტ მოჭიდავეთა გუნდს. საქართველოს 11-გზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი (1952). 1979 წლამდე მუშაობდა ცეკავშირის სისტემაში, 1979 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა სპორტის დეპარტამენტში ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე. მოჭიდავე. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.650; maisuradzeni.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.141 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |