The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შაქრო ტეტუნაშვილი

შაქრო ტეტუნაშვილი
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1976 წელს.

1976-1990წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის გამოთვლითი ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-2000წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უმაღლესი მათემატიკის კათედრა N63; 2000-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2003 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი - მეცნიერ-თანამშრომელი. ძირითადი სამეცნიერო ინტერესების მიმართულებები: ჰარმონიული ანალიზი; ორთოგონალური მწრივები. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსების ექსპერტი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.46; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის მათემატიკური საზოგადოება, წევრი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: