The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან ხითარიშვილი

ამირან ხითარიშვილი
Date of birth:8 November, 1938
Date of death:2004  (at 65 years)
Burial location:ბათუმი
Category:Engineer, Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის გემთმექანიკური ფაკულტეტი 1967 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (ОВИМУ) გემთმექანიკური ფაკულტეტი 1984 წელს.

შრომითი საქმიანობა 1967 წელს, ახლად დაარსებულ საქართველოს საზღვაო სანაოსნოში დაიწყო; ცურავდა სანაოსნოს ტანკერებზე: «ГОРИ», «ПОТИ», «ТБИЛИСИ», «НИКОЛАЙ СИПЯГИН», «НАТО ВАЧНАДЗЕ», «АКАДЕМИК УЗНАДЗЕ» და სხვა; 1975 წელს კი შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი გახდა; 1979 და 1987 წლებში ამირან ხითარიშვილის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა სანაოსნოს ახალი ტანკერების «АЛЕКСАНДР КОРНЕЙЧУК»-ისა და «АКАДЕМИК ВЕКУА»-ს მიღება და ჩაბარება ხერსონსა და სპლიტში; 1994 წლიდან ამირან ხითარიშვილი საქმიანობას ერთობლივი სანაოსნო კომპანია «ANGLO-GEORGIAN»-ის გემებზე განაგრძობს. 1999 წლიდან კი უფროს მექანიკოსად კომპანია «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის სხვადასხვა გემებზეც ცურავდა; გარდაიცვალა 2004 წელს ზღვაში, გემზე ყოფნისას. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი.  

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
    ქართული საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი საქმიანობისთვის

Share: