The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 2001  (23 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

2012 წლიდან თამაშობდა თბილისის "დინამოს" აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში; კვარაცხელიამ კარიერა 2017 წელს, თბილისის "დინამოში" დაიწყო; ერთი წლის შემდეგ "რუსთავში" გადავიდა; 2019 წლის 15 თებერვალს, იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა; მისი დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის "ანჟის" წინააღმდეგ შედგა; ის მოედანზე 86-ე წუთზე გამოვიდა, ჯეფერსონ ფაფრანის ნაცვლად; 2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ დატოვა "ლოკომოტივი"; მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა იური სიომინმა კი განაცხადა, რომ იმედ გაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და "რუსთავისგან"არ გამოსყიდვის გამო; 2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ყაზანის "რუბინთან"; 2019 წლის 15 ივლისს, მან გაუტანა ყოფილ კლუბს, მოსკოვის "ლოკომოტივს", მეორე გოლი "რუბინის" მაისურით, 2019 წლის 30 ნოემბერს გროზნოს "ახმატის" წინააღმდეგ გაიტანა; 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გალათასარაი" მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა; 2020 წელს კვარაცხელია ზედიზედ სამჯერ, გულშემატკივრებმა აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს; 2020 წელს დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად; მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ; 2020 წლის 14 ოქტომბერს, მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ნაკრების მაისურით, ერთა ლიგაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა; 2021 წლის 28 მარტს გაიტანა ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა ანგარიშით 1–2 დასრულდა. 2021 წლის 31 მარტს გაიტანა საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი.

წყარო: ფეხბურთის კლუბ "რუბინის" ოფიციალური გვერდი: rubin-kazan.ru


გააზიარე: