The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა შათაშვილი

ნანა შათაშვილი
დაბადების თარიღი:1959  (65 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1980 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტურა, სპეციალობით "თეორიული ფიზიკა" - 1984 წელს.

1980 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ხანგრძლივი დროით მუშაობდა, როგორც მიწვეული პროფესორი/მკვლევარი, უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში; 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყვლო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი; 2013 წლიდან - ამავე დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე; 2014 წლიდან - საქართველოს განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის "ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შემუშავების" ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და სამეცნიერო პრემია. მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესებია: თეორიული პლაზმური ასტროფიზიკა, არაწრფივი მაგნიტური ჰიდროდინამიკა, მაგნიტო-სითხური ბმების თეორია, მზის ფიზიკა, დისკი-ჯედის სისტემების ფიზიკა, რელატივისტური პლაზმის დინამიკა, კომპაქტური ობიექტების ფიზიკა. მის მიერ შემოთავაზებული თეორიები და აღიარებული ძირითადი სამეცნიერო შედეგებია: ვარსკვლავთა ატმოსფეროებში ჩაკეტილი სტრუქტურების ერთდროული ფორმირებისა და პირველადი გაცხელების და ასევე დინების აჩქარების/გენერაციის მაგნიტო-სითხური ბმების განზოგადებული თეორია; დიდ-მასშტაბიანი მაგნიტური ველის გენერაციის თეორია მძლავრი გამოსხივებით; განზოგადებული ბელტრამის დინების მოდელი დისკი-ჯედის სისტემის ფორმირების უნივერსალური ბუნების ასახსნელად. გამოქვეყნებული აქვს 63 სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 40-მდე მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა და თანამშრომლობის პროექტის თანაორგანიზატორი, ასევე მიწვეული რეფერი არაერთი მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალისა. თბილისის ებრაული სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კინეტიკური ეფექტების ზეგავლენა ლენგმიურის ტალღების არაწრფივ დინამიკაზე", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაგნიტო-ჰიდროდინამიკური დინებები ორ-სითხოვან პლაზმაში", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.52; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფიზიკოსთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ფიზიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

გააზიარე: