შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ შაშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1983წწ. - ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1996წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტოქასტური ანალიზის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ალბათობის თეორიის პროფესორი; 1998-2005წწ. - საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტი, საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი; 2005-2011წწ. - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2012წწ. - აბდუს სალამის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლა (ASSMS), უცხოელი პროფესორი; GC უნივერსიტეტი, ლაჰორი, პაკისტანი; HEC-ის (უმაღლესი საგანმანათლებლო კომიტეტი, ისლამაბადი) მიერ მიწვეული პროფესორი; 2020 წლიდან - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ალბათობისა და სტატისტიკის პროფესორი. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: სტოქასტური ანალიზი, სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა და კერძო-წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები, მათ შორისაა, სტოქასტური ვარიაციული უტოლობები, სკოროხოდის ამოცანები და არეკვლილი დიფუზიური პროცესები მრავალწახნაგა არეში, არაპარამეტრული სტატისტიკა და გრენანდერის შეფასება, ამერიკული ოფციონების ფასდადება და ჰეჯირება, პუანკარეს წონიანი შებრუნებული უტოლობები კერძო-წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სუბ-ამონახსნებისათვის; ამჟამად დაინტერესებულია ანალიზურად უცნობი (მრავალი ცვლადის ნამდვილ-მნიშვნელობებიანი) ნახევრად-ამოზნექილი ფუნქციის გრადიენტის რიცხვითი მიახლოების მეთოდით და მისი შესაძლო გამოყენებით რეალური სამყაროს ამოცანების გადასაჭრელად. 57 პუბლიკაცის ავტორი საქართველოში, ინგლისში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1999). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.53; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი: kiu.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |