შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი 1958 წელს. 1958-1965წწ. მუშაობდა თბილისის ელექტროტექნიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1965-1974წწ. იყო თბილისის ქარხანა "მიკროძრავას" მთავარი კონსტრუქტორი, ხოლო 1974-1975წწ. თბილისის მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1970 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1975-1988 წწ. მუშაობდა თბილისის ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ ლაბორატორიის, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ; 1985-1987წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული მანქანების კათედრის დოცენტი; 1989-1996წწ. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, სადაც ხელმძღვანელობდა მიკროჰესების დამუშავებას, ექსპერიმენტული ნიმუშების დამზადებასა და მათ გამოცდას. არის მრავალი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. 1999-2017წწ. მუშაობდა მრავალპროფილურ კონცერნ "ცოდნისაში" ჯერ მთარგმნელის, შემდეგ მენეჯერის თანამდებობაზე, სადაც ასრულებდა თავდაპირველად ტექნიკური, ეკონომიკური და იურიდიული, ხოლო შედეგ ჟურნალისტური ტექსტების თარგმანებს; ჟურნალისტური ლიტერატურის თარგმნაში თანამშრომლობდა გაზეთ "რეზონანსის" რედაქციასთან; 2000 წლიდან იწყებს საქმიანობას მხატვრული თარგმანის დარგში - ინგლისური ენიდან თარგმნის ო. ჰენრის, ჯ. ლონდონისა და ჩ. დიკენსის თხზულებებს. გამოცემული აქვს მათი მოთხრობებისა და ნოველების ქართული თარგმანების 7 კრებული. თანამშრომლობდა აგრეთვე ლიტერატურულ ჟურნალთან "ჩვენი მწერლობა", რომელშიც დაიბეჭდა მისი თარგმანები. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |