The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კლიმიაშვილი

დავით კლიმიაშვილი
Date of birth:6 February, 1910
Date of death:17 October, 1983  (at 73 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის გზათა მიმოსვლის ინჟინერთა ინსტიტუტი 1934 წელს.

მუშაობა დაიწყო რკინიგზის ტრანსპორტზე; მუშაობდა სამხრეთ დონეცკის რკინიგზაზე, უკრაინაში, რუტჩენკოვის სავაგონო-სარემონტო უბნის უფროსად; რამდენიმე ხნის შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სავაგონო სამსახურის უფროსის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად. დიდი წვლილი მიუძღვის ამიერკავკასიის რკინიგზის სავაგონო სამსახურის ტექნიკური ბაზის განვითარებაში; აქტიურად მონაწილეობდა რაციონალიზაციისა და გამომგონებლობის დანერგვაში; მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით ბათუმის, სამტრედიის, თბილისის და ლენინაკანის სავაგონო დეპოებში დაინერგა დასავლეთ ციმბირის რკინიგზის დეპოს მოწინავე ტექნილოგია; მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-1945წწ. მივლენილი იყო თეირანში და ზედამხედველობას უწევდა რკინიგზის ექსპლუატაციის პირობებს. სიცოცხლის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა მუზეუმს, რომლის დაარსების საქმეში მას დიდი წვლილი მიუძღვოდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოჩენილი ქართველი ინჟინერი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.92-93

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: