The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ კოკოშაშვილი

რაფიელ კოკოშაშვილი
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1923
გარდაცვ. თარიღი:2000  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1946 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა "საქენერგოქსელპროექტში", სადაც იგი ხელმძღვანელობდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ლითონკონსტრუქციების საყრდენების დაპროექტების საქმეს; 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ლითონის საყრდენი ბოძების კონსტრუქციების თემაზე; მისი თაოსნობით იქმნებოდა მაღალი ძაბვის 35, 110, 220 და 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების ლითონკონსტრუქციების საყრდენები; ელექტროგადამცემი ხაზის განსაკუთრებული კონსტრუქციის საყრდენი, ორიგინალური გადაწყვეტისა და მაღალი ეფექტურობის გამო, წარმატებით დაინერგა საბჭოთა ენერგეტიკაში; 1967 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ეგვიპტური მხარის საინიციატივო ჯგუფთან ერთად, საპროექტო ინსტიტუტის შექმნას, რომელიც უნდა მომსახურებოდა ასუანის ახლად აშენებული კაშხლის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას; ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა ძირითადად ქართველი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელთაც სათავე დაუდეს ეგვიპტის "ენერგოპროექტის" ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. 1968-1970წწ. საბჭოთა კავშირის მხრიდან ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობდა რაფიელ კოკოშაშვილი; 1970 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იგი მუშაობდა ავტოტრანსპორტის სამინისტროში მთავარი ინჟინრის, შემდეგ მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე, პარალელურად კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის ლითონთა კონსტრუქციების კათედრაზე; მოგვიანებით სამუშაოდ გადავიდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კათედრის გამგის მოადგილის თანამდებობაზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასრულებდა ლითონთა კონსტრუქციების კათედრის გამგის მოვალეობას. 1990 წელს გამოსცა ნაშრომი "ლითონის კონსტრუქციები".

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.94-95

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: