Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაფიელ კოკოშაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1946 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა "საქენერგოქსელპროექტში", სადაც იგი ხელმძღვანელობდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ლითონკონსტრუქციების საყრდენების დაპროექტების საქმეს; 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ლითონის საყრდენი ბოძების კონსტრუქციების თემაზე; მისი თაოსნობით იქმნებოდა მაღალი ძაბვის 35, 110, 220 და 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების ლითონკონსტრუქციების საყრდენები; ელექტროგადამცემი ხაზის განსაკუთრებული კონსტრუქციის საყრდენი, ორიგინალური გადაწყვეტისა და მაღალი ეფექტურობის გამო, წარმატებით დაინერგა საბჭოთა ენერგეტიკაში; 1967 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ეგვიპტური მხარის საინიციატივო ჯგუფთან ერთად, საპროექტო ინსტიტუტის შექმნას, რომელიც უნდა მომსახურებოდა ასუანის ახლად აშენებული კაშხლის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას; ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა ძირითადად ქართველი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელთაც სათავე დაუდეს ეგვიპტის "ენერგოპროექტის" ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. 1968-1970წწ. საბჭოთა კავშირის მხრიდან ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობდა რაფიელ კოკოშაშვილი; 1970 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იგი მუშაობდა ავტოტრანსპორტის სამინისტროში მთავარი ინჟინრის, შემდეგ მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე, პარალელურად კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის ლითონთა კონსტრუქციების კათედრაზე; მოგვიანებით სამუშაოდ გადავიდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კათედრის გამგის მოადგილის თანამდებობაზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასრულებდა ლითონთა კონსტრუქციების კათედრის გამგის მოვალეობას. 1990 წელს გამოსცა ნაშრომი "ლითონის კონსტრუქციები". წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.94-95 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |