The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ კოსტავა

არჩილ კოსტავა
Date of birth:12 December, 1937
Date of death:11 February, 2002  (at 64 years)
Category:Inventor, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1962წწ. - ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ინჟინერ-ტექნილოგი და კონსტრუქტორი; 1962 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1986 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი და სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989-1993წწ. - ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი; პარალელურად - მოსკოვის მართვის აკადემია და "ცნიიტმაში; სხვადასხვა დროს აწარმოებდა კვლევას და კითხულობდა ლექციებს პრაღის, ვროცლავის და პეტერბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტებში; 1991 წლიდან იყო ქუთაისის პრეფექტი. 1991 წლიდან - გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორი; 1997 წლიდან - აკადემიკოსი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა ლითონების სიმტკიცის, მაღალი წნევების გამოყენების საკითხებს, ხახუნის თეორიას, ცვეთის პროცესების მოდელირებას და სხვ. ავტორია 130-ზე მეტი შრომის, 82 გამოგონების და პატენტის. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1982). მიღებული აქვს რუსეთის მინისტრთა საბჭოს პრემია (1986).

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.95; წიგნი ღირსებისა:  ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.44; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge;საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 186

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის
  • 1995 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: