The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ კუპრაძე

გაბრიელ კუპრაძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1969  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს.

ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა აბაშაჰესი-რიონჰესის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში ინჟინერ-კონსტრუქტორის, ქ. თბილისის მაუდ-კამვოლის ფაბრიკისა და ქ. გორის საკონსერვო ქარხნის ელექტრომეურნეობის სამუშაოთა მწარმოებლად; 1934-1937წწ. - ამიერკავკასიის ენერგეტიკულ სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 100კვ. ელექტროხაზის მშენებლობის მთავარი ინჟინერი, ნავთლუღის ქვესადგურის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1937-1945წწ. - თბილისის საქალაქო ელექტრომეურნეობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1945-1949წწ. - თბილსიის საქალაქო ელექტრომეურნეობის სამმართველოს დირექტორი; 1950 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობების კათედრის გამგე; 1953-1958წწ. - ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი; 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო ნაშრომი, ხელმძღვანელობდა კათედრაზე წარმოებულ კვლევით სამუშაოებს, აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა კადრების მომზადების საქმეში.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.95-96


გააზიარე: