შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ კუჭაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1952 წელს. 1952 წლიდან - თბილისის ჰიდროენერგოპროექტი, ინჟინერ-დამპროექტებელი; 1955 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1960-1962წწ. - ამავე ინსტიტუტის სანტექნიკის კათედრის ასისტენტი; 1962 წლიდან სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრაზე; 1967-1973წწ. - სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1973 წლიდან - ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების კათედრა, ჯერ დოცენტი, შემდგომ პროფესორი. მონაწილეობდა ორთაჭალჰესის, ლაჯანურჰესის და ნამახვანჰესის ტექნიკურ და სამუშაო პროექტების დამუშავებაში. მისი სამეცნიერო ნაშრომები უმთავრესად მიძღვნილია სხვადასხვა ტიპის თაღოვანი კაშხალების სიმტკიცის, მდგრადობისა და საიმედოობის საკითხებისადმი; ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1966), პროფესორი (1992). წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.96-97 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |