The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ კუჭაიძე

ნოდარ კუჭაიძე
Date of birth:15 August, 1929
Date of death:2005  (at 75 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1952 წელს. 

1952 წლიდან - თბილისის ჰიდროენერგოპროექტი, ინჟინერ-დამპროექტებელი; 1955 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1960-1962წწ. - ამავე ინსტიტუტის სანტექნიკის კათედრის ასისტენტი; 1962 წლიდან სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრაზე; 1967-1973წწ. - სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1973 წლიდან - ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების კათედრა, ჯერ დოცენტი, შემდგომ პროფესორი. მონაწილეობდა ორთაჭალჰესის, ლაჯანურჰესის და ნამახვანჰესის ტექნიკურ და სამუშაო პროექტების დამუშავებაში. მისი სამეცნიერო ნაშრომები უმთავრესად მიძღვნილია სხვადასხვა ტიპის თაღოვანი კაშხალების სიმტკიცის, მდგრადობისა და საიმედოობის საკითხებისადმი; ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1966), პროფესორი (1992).

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.96-97

Bibliography


Share: