The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამინა ბერაძე

რამინა ბერაძე
სხვა სახელი:რიმა ბერაძე
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, სპეციალობით სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1977 წელს; საქართველოს ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, სპეციალობით ეკონომიკა - 1988 წელს; ქ. ბაქოს  უმაღლესი პარტიული სკოლა, სპეციალობით პოლიტიკის მეცნიერებები 1988 წელს.

1977-1984წწ. - ქალაქ ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს კადრების განყოფილების გამგე; 1984-1985წწ. - პანსიონატ "მთის ბროლის"- დირექტორი; 1985-1991წწ. - ოზურგეთის რაიკომის მდივანი; 1992-1995წწ. - ქალაქ ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე; 1996-2005წწ. - საქართველოს პრეზიდენტის აპარატის დსთ-ს და "მშვიდობიანი კავკასიის" განყოფილების უფროსი; 2005-2007წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგადასახადო ინსპექციის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი; 2014-2016წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის" თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; 2017-2020წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს საპატიო წოდებები: "ტოლერანტობის ქომაგი"  (2015), "საუკეთესო პარტნიორი" - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (2018).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2020-2924)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", თავმჯდომარის მოადგილე (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი , წევრი (2024-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: