The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი კობალაძე

გივი კობალაძე
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:2004  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ შემოქმედის სასაფლაო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის საგემთწამყვანო ფაკულტეტი 1952 წელს.

საზღვაოსნო სასწავლებლის დასრულებისთანავე ზღვაში პროფესიული საქმიანობა სსრკ ჩრდილოეთის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოში დაიწყო, სადაც სხვადასხვა გემებზე ცურვისას 1968 წლამდე დაჰყო, იქვე გახდა შორეული ნაოსნობის შტურმანი, კაპიტნის თანაშემწე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი და 16 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონემ, ლეგენდარული კაპიტნისა და მისი მეგობრის-ანატოლი კაჭარავას მოწვევით კაპიტნად ცურვა ბათუმში ახლად დაარსებულ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო; 1968 წლიდან მოყოლებული კაპიტანი კობალაძე სხვადასხვა დროს მეთაურობდა სანაოსნოს ტანკერების - «КРЕМЕНЧУГ»-ის, «АЛЕКСЕЕВКА-ს», «КЛАЙПЕДА»-ს, «ДАВИД ГУРАМИШВИЛИ»-სა და «ЗУГДИДИ»-ის ეკიპაჟებს; 24 წლის მანძილზე იგი სანაოსნოს ერთ-ერთი გამორჩეული ტანკერის, 30.000 ტონა დედვეითის მქონე  - «ПЯТИДЕСЯТИЛЕТИЕ СОВЕТСКОЙ ГРУЗИИ» -ს კაპიტანი იყო; აფხაზეთში საომარი მოქმედებების მსვლელობისას, სანაოსნოს ტანკერ - «КАРЕЛИ»-ის ეკიპაჟმა გივი კობალაძის მეთაურობით საკუთარი რისკის ფასად აფხაზეთიდან, სოხუმიდან სამშვიდობოს გადმოიყვანა 2000-მდე დევნილი; დიდი გამოცდილების მქონე ზღვაოსანი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში საჯარო სამსახურში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში საქმიანობდა კაპიტან-კოორდინატორად. მისი ზღვაში მრავალწლიანი და უავარიო პროფესიული საქმიანობა არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა სახელმწიფო და სამთავრობო ჯილდოებით, მედლებითა და ორდენებით. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
    ზღვაში მრავალწლიანი უავარიო პროფესიული საქმიანობისთვის

გააზიარე: