The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა მალაციძე

ირმა მალაციძე
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი 2002 წელს.
სხვადასხვა დროს ჟურნალისტად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, გაზეთებში "ალია", "რეზონანსი", "ჯორჯიან თაიმსი", სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებსა და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში; მისი, როგორც საბავშვო მწერლის დებიუტი შედგა 2003 წელს, ჟურნალ "დილის" მიერ ორგანიზებულ კონკურსში "ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში"; ამის შემდეგ ავტორი სისტემატიურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებში გამოცემებში: "არილი", "პარნასი", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა", "ალტერნატივა"; საბავშვო პერიოდულ გამოცემებში "დილა", "ჯეჯილი", "ციცინათელა", "12 მტრედი", "12-მდე", "ნაკადული", "ანო და ვანო" და სხვა; პირველი საბავშვო წიგნი "სატკბილეთის ქვეყანა", გამოიცა 2004 წელს (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); ამავე წელს გამომცემლობა "სიესტამ" გამოსცა ავტორის პროზაული კრებული "ფატია", რომლიც გახდა ლიტერატურული პრემია "საბას" ნომინანტი ნომინაციაში "საუკეთესო პროზაული კრებული"; მისი მოთხრობა "სოლომონა", რომელიც შეიქმნა ლიტერატურული კონკურსის ფარ-გლებში "პენ-მარათონი 2003", შესულია საუკეთესო ათეულში; გაზეთ "ჩვენი მწერლობის" მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში "ლუარსაბ თათქარიძე" საუკეთესო ოცეულში შევიდა მოთხრობა "ტორტი"; მისი მოთხრობები შესულია სხვადასხვა კრებულში "წლის 15 საუკეთესო მოთხრობა" (2005), "ქალი-სახე და პრობლემა", "დილა-100", "ხიდი" და სხვა; 2006 წელს ირმა მალაციძემ პოეტ მარიამ წიკლაურთან ერთად ჩამოაყალობა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. ფონდის ინიციატივით საქართველოში დაარსდა ქართული საბავშვო წიგნის დღე (27 ოქტომბერი), დაარსდა "საბავშვო ლიტერატურის ალმანახი", განახორციელა არაერთი პროექტი; 2013 წელს ფონდის ორგანიზებით შეიქმნა ვებ-გვერდი "ჩემი სამყარო" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის და მათი მშობლებისათვის; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი 2010 წლის ოქტომბერში შევიდა ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტთა სიაში; პროექტები: 2006 წელს ავტორმა გამახორციელა საქველმოქმედო პროექტის "ზღაპრები ირმა მალაციძისაგან" ავტორი (10 ზღაპრის აუდიოჩანაწერი, რომლის გმირებსაც ახმოვანებენ ცნობილი პოლიტიკოსები); აუდიო-კასეტები უფასოდ გადაეცა უსინათლო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს; არის ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი აუდიოზღაპრების ავტორი, რომელიც შეიქმნა გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" დაკვეთით (2004); "მეზღაპრის სახლი"- აუდიო ალმანახი საბავშვო მწერლების გახმოვანებით, (2008); თოჯინების მინი-თეატრის "მეზღაპრის სახლის" დამაარსებელი; შვედურ მხარესთან ერთად ორგანიზებას უწევდა საბავშვო ლიტერატურის ქართულ-შვედურ სემინარს, რომელიც ჩატარდა ორ ეტაპად - 2009 წ. ნოემბერში-თბილისში და 2010 წ. მაისში-სტოკჰოლმში; ჩართულია თბილისში ინოვაციური ქართულ-შვედური საბავშვო ბიბლიოთეკის შექმნის პროექტში; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ეგიდით ორგანიზებას უწევდა შვედურ-ქართული სემინარსა და ვორკ-შოფს თემაზე "საბავშვო ბიბლიოთეკები"; საბავშვო პიესები: "სატკბილეთის ქვეყანა" და "თავქუდმოგლეჯილი ბიჭის ამბავი" დაიდგა ქუთაისის თოჯინების თეატრის სცენაზე, (2009); "წითელი, ყვითელი, მწვანე" - საბავშვო თეატრი "მულტი-პულტი"; "საახალწლო ზღაპარი"- საბავშვო თეატრი "მულტი-პულტი"; ჯილდოები და პრემიები: "პენ-მარათონი 2018" - პირველი ადგილის მფლობელი; ჟურნალი "დილა" - "ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში" - პირველი ადგილის მფლობელი; ლიტერატურული კონკურსი "ოდეონი" ორგზის გამარჯვებული (I ადგილი);  "ლიტერატურატურული მესხეთის" პოეტური კონკურსი – "ლიტერატურატურული მესხეთის" პოეტური კონკურსი – I ადგილი; ლიტერატურული პრემია "საბა 2014" - ნომინანტი; ლიტერატურული მარათონის "თუთა" - ფინალისტი; ლიტერატურულ კონკურსი "ლუარსაბ თათქარიძე"-ფინალისტი; "პენ"მარათონი 2003"- საუკეთესო ათეული; ლიტერატურული კონკურსის "ლიხს იქით და ლიხს აქეთ" - III ადგილი; ლიტერატურული კონკურსი "ხვარამზეობა" - ფინალისტი; "ლექსების გამოფენა" - ფინალისტი.

წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.gesiestabooks.blogspot.combook.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 2016 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: