ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გივი ჩიღვინაძე
დაბადების თარიღი: | 20 მარტი, 1960 (65 წლის) |
კატეგორია: | მწერალი, პოეტი, ფილოლოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი მოხვა, საჩხერის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს.
მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულში", იყო "სალიტერეტურო გაზეთის" პასუხისმგებელი მდივანი, გაზეთ "შარავანდის" პასუხისმგებელი რედაქტორი, გაზეთ "რაეოს" მთავარი რედაქტორის მოადგილე; არის გამომცემლობა "საუნჯის" რედაქტორი; მისი ლექსები, მოთხრობები და საბავშვო ნაწარმოებები დიდი ხანია იბეჭდება ქართულ სალიტერატურო და საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში; არის ლიტერატურულ კონკურს "პენ-მარათონის" ოთხგზის ფინალისტი და პრიზიორი, ლიტერატურულ კონკურს "ლექსების გამოფენის" სამგზის ფინალისტი, წმინდა ნინოს სახელობის ფესტივალის ორგზის გამარჯვებული, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს "ერთგულების" სპეციალური პრიზის მფლობელი, ლიტერატურულ კონკურს "ემიგრანტის წერილის" გამარჯვებული (მეორე ადგილი პროზაში), ლიტერატურულ კონკურს "თუთას" ფინალისტი, საბავშვო ლექსების კონკურს "ბუკნაჭოს" გამარჯვებული (პირველი ადგილი). 2023 წელს წარადგინეს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე.
წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.357-358
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2023 - პრემია "სხვიტორი"
- 2022 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- 2021 - პრემია "საგურამო", საბავშვო მწერლობა
- 2019 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- საჩხერის საპატიო მოქალაქე
ბიბლიოგრაფია
- რაჭის გზებზე : ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2024. - 128გვ.. - ISBN: 9789941345517
- ამბები წიფლის ფუღუროდან : მოთხრობები ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2023. - 56გვ.. - ISBN: 9789941344381
- ტყის ნობათი : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2022. - 56გვ.. - ISBN: 9789941342707
- ჩვენი ჯრუჭის მონასტერი : ისტორიული ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2021. - 128გვ.. - ISBN: 9789941340437
- რითმოცანების წიგნი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2021. - 56გვ.. - ISBN: 9789941340857
- წინაპართა ნაცქერი სივრცეები : ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2021. - 128გვ.. - ISBN: 9789941340413
- ზღაპრად ქცეული ამბები : მოთხრობები ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2020. - 56გვ.. - ISBN: 9789941257629
- მზე შინა და მზე გარეთა : ქართული ხალხური დღეობა-დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები აღწერილი ბავშვებისათვის (ავტორი) // ქართული კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებისათვის ; წიგნი 1. - თბილისი, ცისიერი, 2019. - 64გვ.. - ISBN: 9789941278167
- მთებისა და ტყეების ამბები : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, ცისიერი, 2018. - 56გვ.. - ISBN: 9789941275968
- მთების ხსოვნაში : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ცისიერი, 2018. - 124გვ.. - ISBN: 9789941275951
- კუჭაშვილები : გვარის ისტორია (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2018. - 128გვ.. - ISBN: 9789941259401
- ანბანი : ანბანთქება, ენის გასატეხები, რითმოცანები : დამხმარე კრებული ანბანის შესასწავლად (ავტორი). - თბილისი, მახარობელი, 2017. - 36გვ.. - ISBN: 9789941096839
- ძველი გუთნისდედების მიწა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საუნჯე : ვაჟა წოწკოლაური, 2015. - 120გვ.. - ISBN: 9789941451782
- ცისკენ მიმავალი ბილიკი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საუნჯე : ვაჟა წოწკოლაური, 2012. - 128გვ.. - ISBN: 978-9941-442-14-8
- სხივები ნისლში : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საუნჯე : ვაჟა წოწკოლაური, 2012. - 120გვ.. - ISBN: 978-9941-442-02-5
- ანბანი და ანბანთქება (ავტორი). - თბილისი, მახარობელი, 2006. - 8გვ.. - ISBN: 99940-65-34-3
- თოვლიანი ტყის ამბები : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, მახარობელი, 2006. - 8გვ.. - ISBN: 99940-67-56-7
|