შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1998 წელს. 1998 წლიდან მუშაობს მუშაობს ჟურნალისტად და რედაქტორად ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით; არის მრავალი ლიტერატურული კონკურსისა და საბავშვო პრემიის ნომინანტი და ლაურეატი; გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: "პიტნის კალო", ზღაპრების წიგნი — "პარადიის არდადეგები" და "გასაღვიძებელი ზღაპრები", პოეზიის კრებული "ეკოციდი"; 2014-2020 წლებში ის საქართველოდან რამდენჯერმე წარადგინეს ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრიზზე. წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.158 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |